Friday, December 19, 2008

თინეიჯერები

თინეიჯერობის ასაკში ბავშვები განიცდიან ფიზიკურ და ემოციონალურ განვითარებას.ეს ერთდროულად მშვენიერი და საშიში დროა.ისინი იმ ასაკში არიან როდესაც ყალიბდება მათი საბოლოო ხასიათი.უხეშმა მოპყრობამ ან დაყვირებამ შეიძლება ამ ასაკში ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენოს ბავშვს.
ზოგ მშობელს ჯერა სიმკაცრის, მაგრამ უკიდურესმა სიმკაცრემ შესაძლოა სახლში ავტორიტარული ატმოსფერო შექმნას. მშობლები შეიძლება იყვნენ მესაკუთრენი და ეცადონ რომ შვილები მათზე იყვნენ დამოკიდებულნი. ამ ორმა შეხედულებამ შეიძლება ამბოხი გამოიწვიოს ბავშვში ან პირიქით ჩაკლას ბავშვის ბუნებრივი მიდრეკილება თავგადასავლებისაკენ.
1.პროექტის სახელი: თინეიჯერები
2.პროექტის მოკლე აღწერა: თინეიჯერთა სპეციფიკური სამყარო-ერთდროულად მშვენიერი და საშიში დრო.
3.პროექტის სრული აღწერა:ბავშვებმა უნადა ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულობები და მისწრაფებები.როგორ ესმით მათ სიტყა-თინეიჯერი, და ასოცირდება თუ არა თინეიჯერი თავისუფლებასთან. დააკვირდნენ და შეისწავლონ ერთმანეთის შეხედულებები და მისწრაფებები.
გააკეთონ შედარება ქართველ და ევროპელ თინეიჯერებს შორის. იპოვონ მსგავსება და განსხავება.
ინტერნეტით დაეკონტაქტონ თანატოლებს ევროპის ქვეყნებში და შეისწავლონ მათი მისწრაფებები.
ბავშვებს შეუძლიათ მათთვის სასურველი ლიტერატურული ნაწარმოებიდან შეისწავლონ პერსონაჟი (თინეიჯერული ასაკის) და შეადარონ თანამედროვე თინეიჯერებს.
4.მონაწილეთა ასაკი: VIII,IX, X, XI, XII.
5.ვადები და ხანგრძლივობა: 05,30.2009.
6.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: შედეგად მივიღებთ იმას , რომ ბავშვები სიტყვა ,,თავისუფლებაში" არ დაინახავენ მხოლოდ იმის მნიშვნელობას,რომ რაც უნდათ ის აკეთონ და მათთვის ყველაფერი ნებადართულია, არამედ გააცნობიერებენ, რომ, სიტყვა თავისუფლება გულისხმობს დიდ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს საკუთარი თავის წინაშე.
7.სარგებელი სხვებისთვის: მოპოვებული ინფორმაციის გაცნობა ბავშვებისათვის.
8. სამუშაო ენა: ქართული
9. საგნებთან კავშირი: ისტორია- შეისწავლონ ბავშვებმა თინეიჯერი მეფეების ისტორია.
გეოგრაფია- არჩეული ლიტერატურული პერსონის ქვეყნის მდებარეობის შესწავლა,
რელიგია- განსხვავება კათოლიკ და მართმადიდებელ თინეიჯერებს შორის.
ხელოვნება- თინეიჯერთა ჩაცმულობის გარჩევა.
უცხო ენას- ახლად შეძენილი მეგობრების შესახებ ინფორმაცია დაწერონ სასურველ უცხო ენაზე.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეონა გუბელაძე
12. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: t.gubeladze21@gmail.com
13. პროექტის ფორუმი:თინეიჯერები
14. პროექტის ვებ-გგერდი/ბლოგი:ttineijerebi.blogspot.com